- ვისწავლე ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა. მე მინდა უკეთ გავერკკვიო თუ როგორ გამოვიყენო პორტფოლიო სასწავლო პროცესში.
- შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება და ბლოგის შექმნა. მინდა უკეთესად ვისწავლო, თუ როგორ გამოვიყენო ბლოგი პროექტებზე მუშაობისას.
- ვისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა და ჩამოვაყალიბეთ გეგმის სტანდარტები. მე მინდა კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
- შევისწავლე მოსწავლეთა შეფასების მეთოდები. მე მინდა გავიღრმავო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე და დავეხმარო მოსწავლეებს თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და დახვეწენ.
- შევისწავლე პრეზენტაციის მომზადება და ბლოგზე განთავსება
- შევისწავლე პრეზენტაციისთვის მუსიკალური ფონისა დადება და ვიდეო ფაილების ჩამოტვირთვა. მსურს უკეთ გავერკვიო პრეზენტაციის მომზადების მექანიზმში, რათა უკეთესად გამოვიყენო პროექტის მომზადებისას.
- დღეს შევისწავლე ბროშურის შექმნა, რაც დამეხმარება იმაში რომ აუდიტორიას მივაწოდო ინფორმაცია.
- დღეს დავამთავრეთ პროექტის საბოლოო ვარიანტი და ვისწავლეთ მისი ატვირთვა.
- დავამთავრეთ პროექტის გეგმის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა და გავაკეთეთ პრეზენტაციები. მსურს გავიღრმავო ცოდნა პროექტის შესახებ, რათა წარმატებულად გამოვიყენო სწავლების პროცესში.
Friday, September 26, 2014
რეფლექსია
Subscribe to:
Posts (Atom)